მოსაკრებელი

მოსაკრებელი

E. due

ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისთვის. მოსაკრებლების სახეებია: საბაჟო; სალიცენზიო და სანებართვო; სახელმწიფო სერტიფიკატის, სარეგისტრაციო, სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი; სახელმწიფო ბაჟი; საკონსულო; მიგრანტთა ინსპექტირების; თანამდებობის პირთა დეკლარაციების და თანდართული მასალების ასლების გადაღების; სატენდერო; ავიამგზავრთა მომსახურების; სააღსრულებლო; ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი; სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების; საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები შეიძლება იყოს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი (საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 1, 5).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……