მოსწავლის შეფასებების შედეგების ანალიზი

მოსწავლის შეფასებების შედეგების ანალიზი

მასწავლებელი აგროვებს მოსწავლეზე ინფორმაციას შეფასების სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, მასწავლებელი თითოეული მოსწავლის სხვადასხვა ნაშრომს აგროვებს საქაღალდეში და აკეთებს კომენტარებს და შენიშვნებს მოსწავლის შეფასებებზე, სახავს როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმას (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, მსჯელობს მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.

ასევე, ხშირად გამოიყენება ხოლმე შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. მასწავლებელი აკვირდება ნიშნებს ტრიმესტრების მიხედვით, ადარებს თითოეული მოსწავლის მიღწევებს კლასის ან, შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს. მოსწავლის საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. ამ შედეგების ანალიზის შედეგები ხშირად გამოიყენება მასწავლებლების პროფესიული განვითარებისას. მაგ. კათედრის სხდომაზე მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რატომ აქვს რომელიმე კონკრეტულ მასწავლებელს მხოლოდ კარგი ან მხოლოდ საშუალო შედეგები. რა მიზეზით ხდება ეს? მასწავლებლის სწავლების სტილის, მკაცრი ან რბილი შეფასების, სასწავლო გეგმის, მოსწავლეების დაბალი მოტივაციის თუ სხვ. ამ კითხვებზე პასუხის ძებნა მნიშვნელოვანია როგორც შემდგომი დაგეგმვის გასაუმჯობესებლად, ასევე მასწავლებლების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……