მსოფლიო მთავრობა

მსოფლიო მთავრობა

ხელისუფლების ზეეროვნული ჰიპოთეზური ორგანო, რომელიც ძალაუფლების მსოფლიო მასშტაბით ცენტრალიზებასა და ძალის გამოყენებით მონოპოლიის დაწესებას შეძლებდა. მ.მ-ის თეორეტიკოსთა აზრით, ეს ორგანო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა გახდებოდა და საერთაშორისო ანარქიის დაძლევას შეძლებდა. მ.მ-ის შესაქმნელად საჭირო იქნებოდა სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება და თანამედროვე საერთაშორისო სისტემის საფუძვლიანი გარდაქმნა. მ.მ-ის შექმნა შეიძლება ან მსოფლიო იმპერიის დამყარების, ან შიდა ანალოგიის საფუძველზე სახელმწიფოთა ფედერაციის შექმნის საშუალებით. მ.მ. საერთაშორისო სისტემის მოწყობის ტრადიციული მოდელების – ძალთა წონასწორობისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების ალტერნატივაა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……