მფარველობაში მყოფი პირები

მფარველობაში მყოფი პირები

E. Protected persons

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ისეთი პირები, რომლებიც ომის მსხვერპთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიხედვით და ამ კონვენციების 1977 წლის ორი დამატებითი ოქმით, შეიარარებული კონფლიქტების დროს განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ (იხ.: ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). „ჟენევის სამართალი“ ერთმანეთისაგან განასხვავებს მმპ–თა რამდენიმე კატეგორიას როგორც შეიარაღებულ ძალებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში. ესენი: დაჭრილები,ავადმყოფები და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირები, სამხედრო ტყვეები, ინტერნირებული სამოქალაქო პირები, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირები, ოკუპურებულ ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირები \nჟენევის 1949 წლის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმი, რომელიც არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებს ეხება, არ ცნობს იმ პირთა განსაკუთრებულ სტატუსს, რომლებიც მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. აღნიშნულ ოქმში საუბარია მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ძალას იყენებენ არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ იყენებენ ან ვეღარ იყენებენ ასეთ ძალას. მაგ.: დაჭრილები, ავადმყოფები, ტყვეები, მოსახლეობა, რომელიც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……