მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი

მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლის ასაკამდე პირი, რომელიც დარჩა მშობლების მზრუნველობის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები; ბ) მშობლები აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; გ) უცნობია მშობელთა ვინაობა (მიგდებული ბავშვი); დ) მშობლები ხანგრძლივად ავადმყოფობენ; ე) მშობლები, რომლებიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ვ) მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ზ) არის ობოლი, ან გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი; თ) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, როდესაც იგი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ ან სოციალური დაცვის დაწესებულებებში; ი) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას ან არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან. კ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობას, როდესაც ბავშვი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სოციალური დაცვის დაწესებულებებში (თავშესაფარი, პანსიონატი და სხვა), მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ან უარს აცხადებენ აღნიშნული დაწებულებებიდან ბავშვის გამოყვანაზე.   Source: საქართველოს კანონი „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……