ობსტრუქცია

ობსტრუქცია

რაიმე ღონისძიების ჩაშლისაკენ მიმართული ღია სახის მოქმედებები. ო. პარლამენტში საპარლამენტო ბრძოლის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ოპოზიციური ძალის მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას (დარბაზის დემონსტრაციულ დატოვებას, სხდომებზე არგამოცხადებას და ა. შ), მიმართულს შემოტანილი კანონპროექტის მოსმენის საწინააღმდეგოდ და მის ჩასაგდებად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. obstruction

Fr. obstruction

L. obstructio ჩაკეტვა, დახურვა, დაბრკოლება

პროტესტის, უთანხმოების გამოხატვის ნიშნად ხმაურის, ხანგრძლივი, უსარგებლო სიტყვის წარმოთქმის, კითხვების დასმის მეშვეობით რაიმეს მიზანდასახულად ჩაშლა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……