პარტიზანები

პარტიზანები

E. Partisans

პირები, რომლებიც ერთიანდებიან აგრესორი სახელმწიფოს ან ქვეყნის შიგნით მეამბოხეთა წინააგმდეგ აგრესორების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და თავისუფლებისათვის. პ-ზე ვრცელდება კომბატანტების რეჟიმი, თუკი ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ღიად ატარებენ სამხედრო იარაღს უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, ჰყავთ ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებს თავისი რაზმის წევრებზე, ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად, აქვს განსაზღვრული და შორიდან კარგად გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი. პ-ის ეს უფლება განმტკიცდა საერთაშორისო სამართალში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რაც მოასწავებს პარტიზანული მოძრაობის დამსახურების აღიარებას აგრესორთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……