პირადი საიდუმლოება

პირადი საიდუმლოება

E. private secret

პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია (საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 271).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პირადი საიდუმლოება – პირადი ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომლის საიდუმლოობის დაცვასაც მოითხოვს კანონი, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია და გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.   Source: საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……