პირდაპირი დისკრიმინაცია

პირდაპირი დისკრიმინაცია

E. Direct diskriminacion

ტერმინი აღმოცენდა ბოლო წლებში არსებული შიდასახელმწიფოებრივი პრაქტიკის ანალიზის შედეგად. პდ ნიშნავს განსხვავებულ მოპყრობას, რომლის გამართლებაც შეუძლებელია რაიმე ობიექტური და დასაბუთებული მიზეზით. განსხვავებული მოპყრობა არ არის ობიექტური., თუ არ ემსახურება სანართლებრივ მიზანს, ან თუკი მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული საშუალებები არ შეესაბამება მისაღწევს მიზნებს. პდ-ის შესახებ აისახება კონსტიტუციასა თუ სხვა კანონებში, კანონქვემდებარე აქტებში, სამავრობო თუ არასამთავრობოდაწესებულებებში არსებულ პრაქტიკაში. მაგ., კანონი ზღუდავს სხვა რასის, კანის ფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა საარცევნო უფლებებს, მათ მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა.შ. (იხ.აპარტეიდი, რასიზმი), აგრეთვე იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების (იხ. ეროვნული უცხოელები) სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, არ დაუშვას ამ კატეგორიის პირები გარკვეულ სახელმწი8ფო დაწესებულებებში სამუშაოდ (ჯარი, პოლიცია, პროკურატურა და სხვ.), მაგ., აშშ-ში, სხვა სახელმწიფოებში რესტორნებსა და საპარიკმახეროებში შესასვლელად ჩამოკიდებულია აბრა – „მხოლოდ თეთრკანიანებისათვის“ ან „ებრაელები არ დაიშვებიან“.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……