პირთა თავისუფალი გადაადგილება (ვიზები, თავშესაფარი, იმიგრაცია და სხვა)

პირთა თავისუფალი გადაადგილება (ვიზები, თავშესაფარი, იმიგრაცია და სხვა)

E. Free Movement of Persons (visas, asylum, immigration and other policies)

ამსტერდამის ხელშეკრულებამ ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში დაამატა მეოთხე თავი, რომელიც შემდეგ სფეროებს მოიცავს \n�� პირთა თავისუფალი გადაადგილება \n�� საგარეო საზღვრების კონტროლი \n�� თავშესაფარი, იმიგრაცია და მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა \n�� სამოქალაქო საქმეებში სასამართლო თანამშრომლობა \nეს სფეროები განხილული იყო ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავში (მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები). ამსტერდამის ხელშეკრულებამ მოახდინა მათი ,,კომუნიტიზება”, ანუ თავი მოუყარა მათ ევროგაერთიანების (პირველი საყრდენი) სამართლებრივ ჩარჩოებში. გადაწყდა, რომ ეს სფეროები ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში თანდათანობით შევლენ გაერთიანების სამართალში \nამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ, საბჭო იმოქმედებს კომისიის წინადადებებათა საფუძველზე და გამოიყენებს თანაგადაწყვეტილების პროცედურას ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. მეტიც, ევროპის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ახალ მეოთხე თავში მოცემულ სფეროებზე \nდიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ უარი განაცხადეს მეოთხე თავით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობაზე. დანია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……