პლებისციტი

პლებისციტი

საერთო სახალხო კენჭისყრის ნაირსახეობა. ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, სადაც იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე. ახალ დროში ტერმინი კვლავ გამოიყენა ვოლტერმა, როდესაც იგი ახასიათებდა შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმს. ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში პ. შეიძლება შეგვხვდეს ნეგატიური მნიშვნელობით, როგორც სახელდახელოდ მოწყობილი რეფერენდუმების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთა საშუალებით დიქტატორები ცდილობდნენ გაემართლებინათ საკუთარი ხელისუფლება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. plebiscite

L. plebiscitum ხალხის გადაწყვეტილება

1. ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით რეფერენდუმის პროცედურის მსგავსი, შესაბამისი ტერიტორიის მომავალთან დაკავშირებულ საკითხზე ხალხის გამოკითხვა;

2. კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მისი ნაწილის აზრის გასაგებად (საქართველოს კანონი „რეფერენდუმის შესახებ”, მუხლი 8).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პლებისციტი – Plebiscite  – კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მისი ნაწილის აზრის გასაგებად. პლებიცისტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……