პოლიტიკური ცნობიერება

პოლიტიკური ცნობიერება

პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია, რომელიც მისი გაგების კოორდინატთა სისტემაში შედის და სუბიექტის მიერ გარემომცველი სინამდვილის აღქმის იმ ნაწილს შეეხება, რომელიც პოლიტიკას და მასთან მიმართებაში მყოფ ქმედებასა და მდგომარეობასთან არის დაკავშირებული და რომელშიც იგი თავად არის ჩართული. პ.ც-ის ცნების გამოყენებას საზოგადოებათმცოდნეობის სხვადასხვა სფეროებში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ სპეციალურად პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ქცევითი მიმართულების ჩარჩოებში იკვლევენ. ამ სახის კვლევებმა განსაკუთრებული პოპულარობა XX ს-ის მეორე ნახევარში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ორთოდოქსული ბიჰევიორისტული მიმდინარეობის შეზღუდულობა გამოვლინდა და აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ქცევისა და, უფრო ფართოდ, პოლიტიკური პროცესების დინამიკის გაგება მოითხოვს ისეთი „დამოუკიდებელი ცვლადის“ მხედველობაში მიღებას, როგორიცაა პ.ც. და ამ ქმედების სუბიექტის ფსიქიკური სფეროს შესწავლას. თვით პოლიტიკური მეცნიერების ჩარჩოშიც კი პ.ც. კვლევის დისციპლინათაშორის, კომპლექსურ კატეგორიას მიეკუთვნება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……