პოსტემპირიზმი

პოსტემპირიზმი

მიმართულება, რომელიც აღმოცენდა მეცნიერებისა და პოსტპოზიტივისტური ფილოსოფიის გავლენით. მოიცავს სრულიად სხვადასხვაგვრ კონცეფციას – კრიტიკულ რაციონალიზმს (კ. პოპერი, ი. დიკატოსი), ისტორიულ მიმარულებას (ტ. კუნი, ჯ. ჰოლტონი), მეცნიერულ რეალიზმსა (რ. არე) და სხვ. სოციალური მეცნიერების, ფილოსოფიის პოსტპოზიტივისტური კონცეფციების მრავლგვარობა და გაფანტულობა არ იძლევა საშუალებას რაიმე ერთიანი მეთოდოლოგიური პოზიციის დაფიქსირებისათვის, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მისი ორი ყველაზე ზოგადი მახასიათებელი. ჯერ ერთი, ის არის „მეტაფიზიკის“ რეაბილიტაცია, ფილოსოფიური დაშვებების მნიშვნელოვანი როლის აღიარება სოციალურ გამოკვლევებში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ტრადიციული პოზიტივიზმი. ფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივი იდეების აღიარებასთან არის დაკავშირებული პოსტპოზიტივისტური მეთოდოლოგიის მომხრეთა მისწრაფებაც – სოციალურ გამოკვლევებში ჩაერთოთ შემეცნებითი პროცესის კომპონენტი. მეორე – ახალი მეთოდოლოგიური ორიენტაცია მთლიანად იღებს პოსტპოზიტივისტურ თეზისს ცოდნის თეორიული დონის თვისებრივი თავისებურებებისა და შემეცნებაში მისი განმსაზღვრელი როლის შესახებ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……