პროგრამა 2000

პროგრამა 2000

E. Agenda 2000

1995 წლის დეკემბრის მადრიდის ევროპულმა საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას, რათა ამ უკანასკნელს წარედგინა ზოგადი სახის დოკუმენტი გაფართოებისა და პოლიტიკის საერთო სფეროთა რეფორმის შესახებ, აგრეთვე, შეტყობინება ევროპის კავშირის მომავალი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების თაობაზე. ამ თხოვნის საპასუხოდ ევროპის კომისიამ 1997 წლის 15 ივლისს მიიღო სამოქმედო გეგმა – „პროგრამა 2000.” აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ ამოცანას, რომელიც ევროპის კავშირის წინაშე დგას 21-ე საუკუნის დასაწყისში. დოკუმენტს თან ერთვის კომისიის მოსაზრებები იმ ქვეყნების თაობაზე, რომელთაც განაცხადი გააკეთეს ევროპის კავშირში წევრობის შესახებ „პროგრამა 2000” სამი ნაწილისაგან შედგება – პირველი ნაწილი ევროპის კავშირის ფუნქციონირების შიდა საკითხებს ეხება, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკისა და ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრების პოლიტიკის რეფორმირებას. იგი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს მოახლოებული გაფართოების სათანადო პირობებში განხორციელებისათვის და ითვალისწინებს ახალი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების შემუშავებას 2000-2006 წლისათვის – მეორე ნაწილი მიერთებისწინა სტრატეგიას მოიცავს და ორი ელემენტისაგან შედგება: გაწევრიანებისათვის პარტნიორობის პროცესი და განმცხადებელი ქვეყნის მონაწილეობის გააქტიურება გაერთიანების პროგრამებში – დოკუმენტის მესამე ნაწილი აღწერს გაფართოების შედეგებს ევროპის კავშირზე. აღნიშნული პრიორიტეტები აისახა 1998 წელს ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ოცამდე საკანონმდებლო ინიციატივაში. 1999 წელს ბერლინის ევროპულმა საბჭომ მიაღწია პოლიტიკურ შეთანხმებას საკანონმდებლო პაკეტის შესახებ, რომელიც ოთხ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროს მოიცავს ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმა სტრუქტურული პოლიტიკის რეფორმა მიერთებისწინა დახმარება – საფინანსო ჩარჩო შეთანხმება.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……