პროგრამა

პროგრამა

E. program(me), scheme

G. programme

Gk. programma საჯარო განცხადება, განკარგულება, ბრძანებულება

1. მომავალი მუშაობის, მოქმედების გეგმა;

2. პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან ცალკეული საზოგადო მოღვაწის მიზნებისა და ამოცანების გადმოცემა;

3. სასწავლო საგნის შინაარსის მოკლე გადმოცემა;

4. კომპიუტერზე ამოცანის გადაწყვეტის მიზნით ინფორმაციის დამუშავების პროცესის განსაზღვრულ ფორმალურ ენაზე გადმოცემული ზუსტი და თანმიმდევრობითი აღწერა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელე-რადიო პროდუქცია.   Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. პროგრამა – (ინტ.) program ზოგადად: მოქმედებათა (ოპერაციათა) მიმდევრობა,რომელიც შემოთავაზებულია კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით. კომპიუტერში – ბრძანებათა თანამიმდევრობა, რომელთა შესრულება ამ პროგრამის გაშვების შემდეგ იწყება.     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……