პროდუქცია

პროდუქცია

E. production

G. produktion

Fr. production

L. productio, producere მზადება, კეთება

დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (მსოფლიოში, ქვეყანაში, მეურნეობის დარგში, საწარმოში, ცალკეული მუშაკის მიერ და ა.შ.) წარმოებული პროდუქტების ერთობლიობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პროდუქცია – საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება მიუხედავად იმისა განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.   Source: საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2;;   საქართველოს კანონი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, 1996 წლის 6 სექტემბერი, მუხლი 3;   საქონელი, მომსახურება, სამუშაო.   Source: საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი;   სამრეწველო-ტექნიკური დანიშნულების ნაწარმი, რომლის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვასა და გამოყენებაში უშუალოდ მონაწილეობს ადამიანი; მოსახლეობის მიერ პირადი ან/და საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული საქონელი, საკვები პროდუქცია (მათ შორის, ეთილის სპირტი, ალკოჰოლური სასმელი და წყლის სასაქონლო პროდუქცია), თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე მათი წარმოებისათვის საჭირო ნედლეული და ინგრედიენტები.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სანიტარიული კოდექსი“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 4;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……