პროკურორი

პროკურორი

E. attorney, public prosecutor

საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები. ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი, გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის უფროსი, პროკურორ-კრიმინალისტი და პროკურორ-სტაჟიორი („პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 49).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პროკურორი – საჯარო მოხელე, რომელიც წინასწარი გამოძიების სტადიაზე ხელმძღვანელობს გამოძიებას, ხოლო სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი და მხარს უჭერს ბრალდებას.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი და მისადმი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……