რეპარაცია

რეპარაცია

E. Reparation

საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება. მაგ., მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციამ გერმანიასა და მის მოკავშირეებს დააკისრა რ-ის გადახდა ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. რ-ის გადახდა ხდება ფულადი ან სხვა მატერიალური კომპენსაციის სახით. რ
განსხვავდება კონტრიბუციისგან, რომელიც 1919 წლამდე არსებობდა. ვერსალის 1919 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება კონტრიბუციის ნაცვლად რ-ს ითვალისწინებს როგორც მიყენებული ზარალის აღდგენის ფორმას და მის გერმანიასა და მის მოკავშირეებს აკისრებს პირველი მსოფლიო ომში (1914-1918) მიყენებული ზიანისათვის. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რ ვრცელდება აგრესიული ომის წამომწყებ სახელმწიფოსა და მის მოკავშიორეებზე, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის მსხვერპლის ტერიტორიაზე დაბომბვაში, ქვეყნის მატერიალური და ადამიანთა რესურსების განადგურებაში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. reparation

Fr. reparation

G. reparation

L. reparatio აღდგენა, განახლება

ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო უხდის გამარჯვებულ ქვეყანას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……