საბაჟო რეჟიმი „გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე“

საბაჟო რეჟიმი „გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე“

E. „custom regime: „materials handing work on custom territory“

უცხოური საქონლის გამოყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადასამუშავებლად, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და მათი გადამუშავება პროდუქტების ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებიდან გატანის პირობით. საქონლის გადამუშავების ოპერაციები მოიცავენ:

ა) საქონლის დამზადებას (დამუშავებას, გადამუშავებას), მათ შორის მონტაჟს, აწყობასა და სხვა საქონელზე მორგებას;

ბ) საქონლის შეკეთებას, კერძოდ, მის აღდგენასა და წესრიგში მოყვანას;

გ) იმ საქონლის გამოყენებას, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტების წარმოებას, თუნდაც ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხმარებოდეს გადამუშავების პროცესში. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული საქონლის გადამუშავების ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 33. 34, 35).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……