საკუთარი რესურსები

საკუთარი რესურსები

E. Own Resources

საკუთარი რესურსები არის საგადასახადო შემოსავლები, რომლებიც გამოიყოფა ევროპის კავშირს ხარჯების დასაფინანსებლად. იგი არ უნდა აღემატებოდეს გაერთიანების მთლიანი ეროვნული პროდუქტის 1,27%-ს. თავდაპირველად, გაერთიანების ბიუჯეტი დამოკიდებული იყო წევრ სახელმწიფოთა ფინანსურ შენატანებზე. თუმცა, 1970 წლის 21 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ფინანსური ავტონომიურობა და 1978 წლის 1 იანვრიდან გაერთიანების ბიუჯეტი მთლიანად ფინანსდება საკუთარი რესურსებით. ბიუჯეტი ოთხი ელემენტისგან შედგება \n�� სასოფლო-სამეურნეო გადასახადები, მოსაკრებლები შაქარზე ეს ელემენტი ძირითადად შედგება სასოფლოსამეურნეო გადასახადებისგან და წარმოებისა და შენახვის მოსაკრებელებისგან შაქრის ბაზრის საერთო ორგანიზაციის ფარგლებში \n�� საბაჟო გადასახადები. მესამე ქვეყნებიდან იმპორტზე დაწესებული საერთო საბაჟო ტარიფები \n�� დამატებითი ღირებულების გადასახადი თითოეული წევრი სახელმწიფოს საბაზისო დღგ-ს ფიქსირებული პროცენტი (1999 წლიდან – 1%) \n�� ,,მეოთხე რესურსი” ე.წ. დამატებითი რესურსი შემოღებულია 1988 წელს. იგი განისაზღვრება სხვა სამი საბიუჯეტო შემოსავლის მიხედვით და ეფუძნება ყველა წევრი სახელმწიფოს მთლიან ეროვნულ პროდუქტზე დადგენილ პროცენტს. მაგალითისთვის, 1999 წელს ევროკავშირის დაგეგმილმა შემოსავალმა შეადგინა 86 მილიონი ევრო, საიდანაც 48,1 \nმთლიანი ეროვნული პროდუქტის რესურსია, 35,2% დღგ-ს რესურსი, 13,8% საბაჟო გადასახადები და 2,2% სასოფლო-სამეურნეო მოსაკრებლები.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……