საომარი მდგომარეობა

საომარი მდგომარეობა

E. hostility

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოყენება, რაც შეესაბამება თავდაცვის ინტერესებს და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საომარი მდგომარეობის გამოცხადების წესი და მისი განხორციელების პირობები განსაზღვრულია საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონით საომარი მდგომარეობის შესახებ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……