სასამართლო ხელისუფლება

სასამართლო ხელისუფლება

E. Judiciary

საერთო იურისდიქციის, საკონსტიტუციო, სპეციალური, ადმინისტრაციული სასამართლოები და ტრიბუნალები. ს.ხ. უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მისი ძირითადი ფუნქციაა სამართლიანი, ღია, მიუდგომელი განხილვის უზრუნველყოფა იმ პირებისათვის, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის ჩადენა (სისხლის სამართლის, ან სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით). უფრო მეტიც, ცალკეულ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები, ისე მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სასამართლოები განიხილავენ იმ საქმეებსაც, რომლებიც დაპატიმრების მართლზომიერებას ეხება („ჰაბეას კორპუსი”, „ამპარო”). მათ ევალებათ შეასრულონ ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ძირითადი ფუნქცია (თუმცა, ხშირად ამას არ აკეთებენ)

See also: სამართლიანი სასამართლო

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

ხელისუფლების მესამე შტო დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, რომელსაც ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულება. ს. ხ. ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: პირველი და ძირითადი ნიშანი არის ს. ხ.–ის დამოუკიდებლობა. მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვს სასამართლოს სრულ დაუინტერესებლობასა და მის გადაწყვეტილებებში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩაურევლობას. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გარანტირებულია კონსტიტუციით. ს. ხ.–ის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციური ნორმების დაცვის განხორციელება. როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში ამ ფუნქციას კონსტიტუციური სასამართლო ახორციელებს. დასასრულ, ს. ხ.–ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე ზედამხედველობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. სასამართლო ხელისუფლება – სახელმწიფო ხელისუფლების შტო, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებასა და საკონსტიტუციო კონტროლს.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……