საჯარო მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

საჯარო მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

E. laying-off of public official’s service relations, stoppage of public official’s employment relationship

მოხელის დროებით გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და შესაბამისი დაწესებულების გათავისუფლება მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან; სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია (გარდა კანონით გათვალისწინებული სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა). სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება:

ა) მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის;

ბ) შვებულების დროს;

გ) დროებით შრომისუუნარობის დროს;

დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას;

ე) მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ვ) სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სასწავლო შეკრების, აგრეთვე, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

ზ) იმ პერიოდში, როდესაც მოხელისაგან ითხოვენ დავალებების შესრულებას სხვა სამსახურებრივ ადგილზე და იგი უარზეა;

თ) მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე, მოხელის სამსახურიდან ჩამოშორებისას რაიმე სხვა კანონიერი საფუძვლით;

ი) მოხელის დროებით განთავისუფლების სხვა შემთხვევებისას (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე) (საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, მუხლი: 88, 89).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……