სენტ-ლაგეს მეთოდი

სენტ-ლაგეს მეთოდი – Saint-Lague Method  – სენტ-ლაგეს მეთოდი მარტივი სახით გამოიყენება სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაში, როცა გამოთვლა უმაღლესი საშუალოს ფორმულით ხდება. იხმარება მთელი რიგი გამყოფები, რაც იმის პირობაა, რომ ყოველი მომდევნო არჩეული კანდიდატი წარმოადგენს პარტიას, რომელმაც ხმათა უმაღლესი საშუალო რაოდენობა დააგროვა. გამყოფებია: 1, 3, 5, 7 და ა.შ. სენტ-ლაგეს მოდიფიცირებული მეთოდი: სენტ ლაგეს მეთოდისაგან მისი ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ პირველი გამყოფი 1, 4-მდე (ნაცვლად 1-სა) იზრდება, რაც ართულებს მანდატების მოპოვებას მცირე პარტიებისთვის. სენტ-ლაგეს მოდიფიცირებული მეთოდი გამოიყენება დანიაში (ადგილობრივ ოლქებში), ნორვეგიასა და შვედეთში.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……