სოციომეტრია

სოციომეტრია

1. თეორიული მიმდინარეობა თანამედროვე სოციოლოგიაში, რომლის მიზანია მცირე სოციალური ჯგუფების შესწავლა ემოციური პიროვნებათაშორისი ურთიერთოებების კვლევაზე დაყრდნობით და დასკვნების ექსტრაპოლირებით დიდ სოციალურ ჯგუფებზე და საზოგადოებაზე მთლიანად. 2. ემოციური ურთიერთობის რაოდენობრივი გაზომვა. ტერმინი ს. აღმოცენდა XIX ს–ის ბოლოს ადამიანთა ერთი ჯგუფის სხვებზე სოციალური გავლენის გაზომვის შესაძლო ხერხების აღწერასთან დაკავშირებით. ს–ის, როგორც სოციალური მოვლენების შემეცნებისა და გაზომვის თეორიული და იდეოლოგიური დასაბუთება ეკუთვნის ამერიკელ სოციალურ ფსიქოლოგს იაკობ (ჯეკობ) მორენოს (1892–1974). სოციომეტრიული თეორიის ობიექტს წარმოადგენს რეალურად არსებული მცირე სოციალური ჯგუფები, რომელთაც აქვთ ერთობლივი ჯგუფური ცხოვრების საკმაო გამოცდილება; საგნობრივი სფერო – ადამიანთა ემოციური ურთიერთობები ჯგუფებში (სიმპათია, არაკეთილგანწყობა, განურჩევლობა). მორენოს მიხედვით, ემოციური ურთიერთობები ჯგუფებში წარმოადგენენ საზოგადოების ატომისტურ სტრუქტურას, რომელიც მიუწვდომელია უბრალო დაკვირვებისთვის და მისი აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ სოციალური მიკროსკოპის დახმარებით. ს–ის ზოგადი თეორიის არსი იმის მტკიცებაა, რომ სოციალური სისტემები წარმოადგენენ მიზიდულობა–განზიდულობის ნეიტრალურ სისტემებს, რომლებიც მოიცავს არა მარტო ობიექტურ, გარეგნულად გამოვლენად ურთიერთობებს (მაკროსტრუქტურა), არამედ სუბიექტურ, ემოციურ ურთიერთობებსაც, რაც ხშირად გარეგნულად არ ჩანს (მიკროსტრუქტურა). გამოყენებით ს–ში გამოკითხვისა და მონაცემების დამუშავების სპეციალური ტექნიკის სახით შემუშავებულია მცირე ჯგუფებში სხვადასხვა კონფლიქტების ლიკვიდაციის, ჯგუფების ფორმირების, ჯგუფური თერაპიისა და ა.შ. მეთოდიკა. სოციოდრამისა და ფსიქოდრამის ფარგლებში შესაძლებელი ხდება არაადეკვატურ ემოციური რეაქციებზე ზემოქმედება ნევროზების, ალკოჰოლიზმის და რიგი სომატური დაავადებების მკურნალობისას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……