სწავლის ტიპები (სტილი)

სწავლის ტიპები (სტილი)

სწავლის ტიპი პირობითი ცნებაა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა; ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების (აღქმა, აღბეჭდვა, შენახვა) გარკვეულ მეთოდებს. განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება. ეს თემა დღესაც აქტუალურია. სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს. იმის ცოდნა, რომ მოსწავლეებს სხვადასხავა სწავლის სტილი აქვთ, მასწავლებლისთვის აუცილებელი ხდება სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც მას სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვაში დაეხმარება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის სტილი შეიძლება შეიცვალოს დროისა და კონტექსტის მიხედვით. ამავდროულად, მოსწავლეები სწავლის ან რომელიმე ერთ ტიპს განეკუთვნებიან, ან რამდენიმეს ერთად. „მულტიმოდალობის ადამიანებად“ იწოდებიან ისინი, რომლებიც ერთზე მეტ სწავლის ტიპს ანიჭებენ უპირატესობას.

არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა მოდელები და თეორიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებლია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის გადამუშავებისას. სწავლის ეს ტიპებია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი. სმენითი სწავლის ტიპის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით; კინესთეტიკური ტიპები – ურთიერთქმედებით და კეთებით; მხედველობითი სწავლის ტიპები – ვიზუალური ხატებით, სადემონსტრაციო თვალსაჩინოებებით და სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპები – ჩანაწერების გაკეთებით და დიაგრამების/გრაფიკების დახატვით.

კოლბის კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა სწავლის ოთხი ტიპი, აქტივისტი, პრაგმატისტი, თეორეტიკოსი და რეფლექტურად მოაზროვნე. სწავლის ტიპების შესახებ ერთ-ერთი საინტერესო კლასიფიკაცია ეკუთვნის, აგრეთვე, ჰ. გარდნერს.

See also: გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, კოლბის თეორია სწავლის სტილის შესახებ

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……