უნიტარიზმი

უნიტარიზმი

ფედერალიზმის საპირისპირო, თანამედროვე მსოფლიოში ძალზე გავრცელებული, სახელმწიფოს კონსტიტუციონალური მოწყობა, რომლის დროსაც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ავტონომიური პოლიტიკური ძალის მქონე სახელისუფლებო ქვედანაყოფები. ეს ნიშანი უნიტარული ქვეყნისათვის განმსაზღვრელია, რადგან ფედერალიზმის სხვა ისეთი დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა კონსტიტუციის ან უზენაესი ან კონსტიტუციური სასამართლოს არსებობა სავსებით შესაძლებელია უნიტარული მოწყობის სახელმწიფოშიც.

See also: ფედერალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. unitary

Fr. unitarisme

L. unitas ერთობა, ერთიანობა

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ორი ძირითადი ფორმიდან ერთ-ერთი. უნიტარულად მიიჩნევა სახელმწიფო, როცა მისი შემადგენელი ნაწილების უმრავლესობას არ გააჩნია სახელმწიფოებრივი სტატუსი. უნიტარულ სახელმწიფოში შესაძლებელია შედიოდეს ცალკეული ავტონომიური ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. როგორც წესი, უნიტარულ სახელმწიფოში არსებობს მხოლოდ ერთი კონსტიტუცია, ერთიანი მოქალაქეობა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სისტემა. უნიტარული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს აქვთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სტატუსი, რომლებიც იმართებიან ცენტრალური ორგანოების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე. განარჩევენ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სახის უნიტარულ სახელმწიფოს. პირველ მათგანს მიეკუთვნება სახელმწიფო, რომლის რეგიონალური ორგანოები იმართებიან ცენტრის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ (ნიდერლანდი, ყაზახეთი, უზბეკეთი). დეცენტრალიზებულ სახელმწიფოში ადგილობრივი ორგანოები ფორმირდება ცენტრალური ორგანოებისგან დამოუკიდებლად (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის შეერთებული სამეფო, ახალი ზელანდია, იაპონია, ესპანეთი, იტალია).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……