უფლება პიროვნული

უფლება პიროვნული

E. personal (absolute) right

ადამიანის თანდაყოლილი, ბუნებითი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული, ძირითადი თავისუფლებების ერთობლიობა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია პირის კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მიკუთვნების საკითხთან. აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები ქმნიან ადამიანის სამართლებრივი სტატუსის საფუძველს. პიროვნულ უფლებებს განეკუთვნება: სიცოცხლის; თავისუფლების; პირადი ხელშეუხებლობის; პატივისა და ღირსების, სახელის დაცვის; თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის; საკუთარი ქვეყნის თავისუფლად დატოვებისა და ქვეყანაში დაბრუნების; სასამართლო დაცვის, მართლმსაჯულების უფლება; აზრის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება; ნებისმიერ ქვეყანაში სამართლის სუბიექტად აღიარების უფლება; ნაციონალური კუთვნილების თავისუფლად განსაზღვრისა და მშობლიური ენით სარგებლობის, აგრეთვე, სხვა ცალკეული უფლება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……