ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი

ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი

E. securities depositary

Fr. depositaire დეპოზიტარი, შემნახველი

ორგანიზაცია, რომელიც კლიენტების დავალებით ინახავს ფასიან ქაღალდებს და ახდენს კლიენტის უფლების რეალიზაციას ამ ქაღალდებზე. ემიტენტთან შეთანხმებით შესაძლებელია დეპოზიტარიუმის მიერ რეგისტრაციაში გატარდეს ის ფასიანი ქაღალდებიც (არამატერიალიზებული), რომლებიც გამოშვების პირობების მიხედვით სერტიფიკატად არ ფორმდება (საკუთრების უფლება დადასტურებულია სპეციალურ რეესტრში ჩანაწერის სახით); დეპოზიტარიუმი, აგრეთვე, ახორციელებს საინკასო ოპერაციებს ემიტენტებთან – ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შორის ანაწილებს პროცენტებს, დივიდენდებს, გასანაღდებელ ობლიგაციებს და ა.შ.; ახდენს ერთი კლიენტისგან მეორესთვის ფასიანი ქაღალდების გადაცემის ფაქტის რეგისტრაციას, დეპოზიტარიუმი ნომინალური მფლობელის დავალებით ასევე ეწევა კლირინგს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……