ფასი თავისუფალი (საბაზრო)

ფასი თავისუფალი (საბაზრო)

E. free (market) price

1. ფასი, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხების საფუძველზე. თავისუფალი (საბაზრო) ფასი შეიძლება იყოს: საბითუმო (გასაცემი) და საცალო (საქართველოს კანონი „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 1);

2. ფასი, რომელიც ყალიბდება შესაბამის ბაზარზე (სამუშაოს, მომსახურების) იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 27.1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……