შეკრება და მანიფესტაცია

შეკრება და მანიფესტაცია

E. assembly and manifestation

ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონით შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. ამ კანონის თანახმად, შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფების შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხოლო მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……