სამართლის ნორმის ცნება, სტრუქტურა და სახეები

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

სამართლის ნორმის ცნება

სამართალი შედგება მხოლოდ ნორმებისგან. სამართკუს ნორმები მართლწესრიგის „ელემენტარული ნაწილებია“. მართლწესრიგი არის სამართლის ნორმათა ერთობლიობა.
ნორმა არის პრესკრიფციული წინადადება. ნორმა განსხვავდება დესკრიფციული წინადადებისგან, რომელიც მხოლოდ ფაქტებს აღწერს. დესკრიფციული წინადადების შინაარსს აყალიბებს არსი და არა ჯერარსი. დესკრიფციული წინადადება არკვევს ამა თუ იმ ფაქტზე მსჯელობა ჭეშმარიტია თუ მცდარი. სამართლის შეფარდების პროცესში დესკრიფციულ წინადადებებს შეიძლება იურიდიული მნიშვნელობაც მიენიჭოს.
ნორმა ადგენს იმას, რაც „უნდა იყოს“. სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური ჯერარსული წინადადება.
სამართლის ნორმა იმპერატიულია. ნორმა ადგენს, რომ განსაზღვრული ქცევა უნდა განხორციელდეს ან არ უნდა განხორციელდეს. ნორმის შეუსრულებლობა არ ნიშნავს,რომ ნორმა მცდარია.
დესკრიფციული წინადადება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა, როგორც პრესკრიფციული წინადადება არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა შეიძლება იყოს სამართლიანია ან უსამართლო, მიზანშეწონილი ან მიზანშეუწონელი. ჭეშმარიტი ან მცდარი შეიძლება იყოს ნორმის შესახებ მსჯელობა. დესკრიფციული წინადადებისგან განსხვავებით, ნორმა მოქმედებს ან არ მოქმედებს.
ნორმა ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული წინადადებაა. ენა ნორმის გარეგანი გამოხატულების ერთადერთი საშუალებაა. ნორმა შესაძლებელია მოცემული იყოს არაენობრივი ფორმითაც (მაგალითად, ავტოსაგზაო ნიშნებაი). ამავე დროს, ნორმის შინაარსი ყველა შემთხვევაში ენობრივი ფორმით უნდა იყოს გამოხატული.

სამართლის ნორმის სტრუქტურა

სამართლის ნორმებს აქვთ განსხვავებული შინაარსი, მაგრამ საერთო სტრუქტურა. ლოგიკური თვალსაზრისით ნორმა შედგება 2 ნაწილისაგან: 1) დესკრიფციული ნაწილი, ანუ ის ფაქტობრივი ურთიერთობა, რომელიც ნებადართულია, აკრძალული ან მოთხოვნილი; 2) ნორმატიული ნაწილი, რომელიც ამბობს, ეს ფაქტობრივი ურტიერტობა აკრზალულია, ნებადართული თუ მოთხოვნილი.
სამართლის ნორმა მოცემულია მოთხოვნის, აკრძალვის ან ნებართვის სახით. „უნდა“ არის მოთხოვნის გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამავე დროს, მოთხოვნა შეიძლება ჩამოყალიბდეს მის გარეშეც. აკრძალვა გამოიხატება სიტყვით: „აკრძალულია“.
სამართლის ნორმის სტრუქტურა 2 ძირითადი ესემენტისაგან შედგება:
1) ფაქტობრივი შემადგენლობა
2) იურიდიული შედეგი
ფაქტობრივი შემადგენლობა განსაზღვრავს იურიდიული სედეგების წინაპირობებს. ფაქტობრივი შემადგენლობა შეიძლება იყოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი. განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა არ მოითხოვს განმარტებას. მას მიეკუთვნება რიცხვი, ზომა, წონა.
განუსაზღვრელი ფაქტობრივი შემადგენლობა მოითხოვს განმარტებას. იგი შეიძლება იყოს დესკრიფციული და ნორმატიული. დესკრიფციული ფაქტობრივი შემადგენლობა შეეხება ობიექტს და მის ნიშან – თვისებებს. ნორმატიული ფაქტობრივი შემადგენლობა მოითხოვს შეფასებას.
ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა შეიძლება იყოს კუმულაციური ან ალტერნატიული. კუმულაციური ფაქტობრივი შემადგენლობის დროს იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის ერთობლიობასთან.
ალტერნატიული ფაქტობრივი შემადგენლობა მოიცავს ორ ან მეტ პირობას, რომელთაგან ერთ – ერთის არსებობის შემთხვევაში დგება იურიდიული შედეგი.
ნორმა შეიძლება იყოს ერთდროულად როგორც კუმულაციური, ასევე ალტერნატიული.
იურიდიული შედეგი დგება, როცა სახეზეა ნორმის ფაქტობრივი სემადგენლობა. სისხლის სამართალში იურიდიული შედეგია დამნაშავისათვის სასჯელის შეფარდება, სამოქალაქო სამართალში – ზიანის ანაზღაურება, საფასურის გადახდა, ა.შ. იურიდიული შედეგი გამოხატულია სანქციით. სამართლის ნორმა შეიძლება იყოს სანქციის გარეშეც ( leges imperfectae ).
განასხვავებენ პიზიტიურ და ნეგატიურ სანქციებს. უმრავლესობა ნეგატიურია, ითვალისწინებს იურიდიულად არასასურველ შედეგს.
პოზიტიურ სანქციას სურს მართლზომიერი მოქმედების წახალისება. განასხვავებენ რეპრესიულ, რესტიტუციულ და პრევენციულ სანქციებს.
რეპრესიული სანქცია ანგარიშს უწევს დაზარალებული მხარის სამართლიანობის გრძნობას. რესტიტუციული ნორმის მიზანია ნორმის დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.პრევენცია სანქციის უმთავრესი ფუნქციაა და გულისხმობს სამართალდარღვევის თავიდან აცილებას სამართალდამრღვევი პირის ან საზოგადოების სხვა წევრებს მხრიდან.

სამართლის ნორმის სახეები

სამართლის ნორმები შეიძლება დაიყოს: 1) ნორმის ადრესატის; 2) ნორმატიული მოქმედების ძალის მიხედვით.
ადრესატის მიხედვით განასხვავებენ ზოგად და ინდივიდუალურ ნორმებს.
ინდივიდუალური ნორმა მიმართულია კონკრეტულად განსაზღვრული პირისკენ; ზოგადი ნორმა – ინდივიდთა ჯგუფისკენ, რომელიც არ არის განსაზღვრული. ზოგადი ნორმა ადგენს ჯგუფის განმასხვავებელ გვარეობით ნისნებს.
უპირობო ნორმის შესრულება სავალდებულოა ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე. განპირობებული ნორმა მოქმედებს გაშუალებულად, ე.ი. მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას.
დეფინიციური ნორმა მოქმედებს მხოლოდ სხვა ნორმებთან კავშირში.

_________________________________

გადასვლა >>>> სამართალმცოდნეობა

.