ალიმენტი

ალიმენტი

E. alimony, maintenance

L. alimentum – კვება, რჩენა, კმაყოფა

ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით უხდის სარჩენად თავისი ოჯახის შრომისუნარმოკლებულ წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს, დას, ძმას და სხვ.); საალიმენტო ვალდებულების საფუძველს წარმოადგენს საოჯახო ურთიერთობები: ქორწინება, შვილად აყვანა და სხვ. ალიმენტის მიღების უფლება აქვთ პირველ რიგში არასრულწლოვან ბავშვებს, რიგ შემთხვევებში – ოჯახის მოზრდილ შრომისუუნარო წევრებსაც.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

ალიმენტი – ფულადი თანხა, რომლის გადახდაც ეკისრება პირს თავისი ოჯახის წევრის სარჩენად.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……