ანთროპოლოგია
1. მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასებისა და ადამიანის ფიზიკური აღნაგობის ნორმალური ვარიაციების შესახებ (ფიზიკური ა.). 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პირველყოფილი, ტრადიციული და თანამედროვე საზოგადოებების კულტურას; 3. მეცნიერება ადამიანის მოღვაწეობის მრავალგვარი ფორმების შესახებ; მოიცავს თავის თავში მაგ., ისტორიამდელ ა-ს, კულტურულ ა-ს, ფიზიკურ ა-ს. სოციალური ა. სოციოლოგიის ერთ-ერთი დარგია, რომლის შესწავლის ობიექტია პრიმიტიული და ტრადიციული საზოგადოებრივი სისტემები.
See also: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. anthropology
Gk. anthropos ადამიანი, logos აზრი, ცნება, სიტყვა
1. მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ; 2. ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანის არსებობისა და სამყაროსთან მისი ურთიერთობის შესახებ; 3. კულტურული (სოციალური) ა. – დასავლეთის ქვეყნებში ეთნოგრაფიის სახელწოდება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……