ბირჟის (სასაქონლო) დაფუძნება

ბირჟის (სასაქონლო) დაფუძნება

E. foundation of exchange

ბირჟის დაფუძნების უფლება აქვს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, გარდა: სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოებისა, სახელმწიფო დაწესებულებებისა (ორგანიზაციებისა), რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებისა; სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებისა (საწარმოებისა); საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო ფონდებისა და კავშირებისა (ორგანიზაციებისა); ფიზიკური პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება (საქართველოს კანონი “სასაქონლო ბირჟებისა და საბითუმო ვაჭრობის შესახებ”, მუხლი 9.2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……