გრაფიკი
E. diagram, graph
Gk. graphikos ხაზვითი, დახაზული
1. ნახაზი, რომელზეც ნაჩვენებია სხვადასხვა პროცესის რაოდენობრივი დამოკიდებულება. მაგ., საწარმოო გეგმის პროცენტული შესრულების მრუდი, თვეების მიხედვით;
2. წარმოებაში, ტრანსპორტზე და ა.შ. – სამუშაოთა გეგმა ნორმებისა და შესრულების ვადების ზუსტი მაჩვენებლების მითითებით; მოძრაობის გ. – ნახაზის ან ცხრილის სახით წარმოდგენილი გადაზიდვების (გადაყვანის) ორგანიზაციის პროცესი;
3. მათემ. ფუნქციის გ. – სიბრტყეზე წარმოდგენილი მრუდი, რომელიც გამოხატავს ფუნქციისა და არგუმენტის დამოკიდებულებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……