პატენტი
E. patent
L. patens (patentis) ღია, ნათელი
1. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს გამომგონებლის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე;
2. მოწმობა, რომელიც იძლევა კერძო ვაჭრობის ან რეწვის უფლებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. პატენტი – ამ კანონის შესაბამისად გაცემული დამცავი დოკუმენტი. Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონი”, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
3. პატენტი – 1) მოწმობა, რომელიც ადასტურებს ავტორის უფლებას გამოგონებაზე; 2) რაიმე საქმიანობაზე ოფიციალური ნებართვა. ნუსხა საქმიანობებისა, რომელზეც პატენტის მიღებაა საჭირო, დგინდება კანონით. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
…
….
…..
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……