საბაჟო რეჟიმი „რეიმპორტი“

საბაჟო რეჟიმი „რეიმპორტი“

E. custom regime: „reimport“

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გატანილი სამამულო საქონლის უკან შემოტანა დადგენილ ვადებში, საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელი შემოტანილ უნდა იქნეს გატანის მომენტიდან არა უგვიანეს სამი წლისა; შემოტანილი საქონელი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც გატანის მომენტში, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი კლებით და რაც სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 13).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……