საკრებულო
E. council
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული თვითმმართველობის მქონე ადმინისტრაციული ერთეულის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობითი ორგანო (აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მთავრობა)). სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, იმავდროულად არის გამგებელი.
ბ) საკრებულოს მდივანი („ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. საკრებულო – Sakrebulo/Local Self-Governmnet Representative Body – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……