სერვერი
E. server, to serve მომსახურება
1. საინფორმაციო სისტემებთან დაშვების პროცესის მმართველი პროგრამა;
2. საინფორმაციო სისტემებთან დაშვების პროცესში მოსარგებლის მომსახურების ფუნქციის შემსრულებელი კომპიუტერი;
3. მომსახურე მოწყობილობა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. სერვერი – (ინტ.) server ობიექტი, რომელიც სხვა ობიექტების მომსახურებას ეწევა მათი მოთხოვნების შესაბამისად – ინახავს, ახარისხებს და ავრცელებს ინფორმაციას. ინტერნეტში – ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი (ან მასზე მომუშავე პროგრამა) არის სერვერი, თუ იგი რაიმე სახის მომსახურებას უწევს ქსელის სხვა კომპიუტერებს (კლიენტებს). დანიშნულების მიხედვით (ფუნქციური ნიშნით), სერვერები სამ დიდ ჯგუფად იყოფა: რესურს – სერვერები მართავენ ქსელისათვის საერთო რესურსებს და მიაწოდებენ მათ კლიენტებს მოთხოვნების შესაბამისად. მათ მიეკუთვნებიან: ვებ – სერვერები; FTP – სერვერები; რადიო – ვიდეოს ტრანსლატორი სერვერები; საინფორმაციო საძიებო სერვერები; კავშირის სერვერები ასრულებენ მომხმარებელთა ურთიერთქმედების უზრუნველყოფის ფუნქციებს. მათ მიეკუთვნება : საფოსტო და ინტერნეტ – ტელეფონის სერვერები; დამხმარე – სამოსამსახურო: DNS – სახელების, შეტყობინებათა რიგის, ქსელთაშორის დამაკავშირებელი, პროქსი სერვერები და აშ. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……