ცენზურა
E. Cenzorship
გართობისა და პუბლიკაციების სახელმწიფო კონტროლი, რომელიც პირველად ძველ რომში შემოიღეს და დღესაც გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების, ან რელიგიური დაწესებულებების მიერ. ც. ორი სახისაა:
1. პრევენტული – მოითხოვს კონტროლის ობიექტის წარდგენას მის გამოქვეყნებამდე;
2. ც., როგორც დისციპლინარული სასჯელი, იმ პირის მიმართ, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ამა თუ იმ ფორმით ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიუხედავად. დისციპლინარული სასჯელის ფორმებია: კონფისკაცია, ჯარიმა, ან პატიმრობა (ცალ-ცალკე ან ერთად).
See also: აზრის გამოხატვის თავისუფლება, დემონსტრაციების თავისუფლება, პრესის თავისუფლება, თავისუფალი პრესის უფლება
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ
E. censorship
G. Zensura
L. censura მკაცრი მსჯელობა, გარჩევა, censere შეფასება
1. ბეჭდვით ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა, ასევე ასეთი ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულება;
2. ნებისმიერი სახის ნაწარმოების (სპექტაკლი, ტელე-რადიოსაშუალებებით ეთერში გაშვება) გადახედვა (გასინჯვა), რომელიც ხორციელდება გამოქვეყნებისათვის სპეციალური ნებართვის მიღების მიზნით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……