ანექსია
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალით ან მისი გამოყენების მუქარით. XX ს-ის დასაწყისამდე ა. განიხილებოდა გამარჯვებული სახელმწიფოს კანონიერ უფლებად. გაეროს წესდებით, ძალის გამოყენებისა და დამუქრების აკრძალვასთან ერთად უკანონოდ გამოცხადდა ა-ც. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ა., როგორც ტერიტორიის შეძენის ფორმა, უკანონო ქმედებად არის მიჩნეული.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
Fr. annexion
L. annexus შეერთება, დაკავშირება
ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ან მისი ნაწილის ძალადობრივი გზით მიერთება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……