ატესტაცია
E. certification, attestation
Fr. attestation
L. attestatio მოწმობა, დამტკიცება
1. სპეციალისტების მიერ მუშაკის ან მოსწავლის ჩვევებისა და ცოდნის დონის განსაზღვრის პროცესი;
2. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 81).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
მუშაკის კვალიფიკაციის ან ცოდნის განსაზღვრა, მისი უნარების, ცოდნისა და პროფესიული ჩვევების შეფასება იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეეფერება მისი კვალიფიკაცია დაკავებულ თანამდებობას. ატესტაცია პერიოდულად ტარდება საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, სამინისტროებსა და სხვა უწყებებში.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118] (1)
ატესტაცია – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაფორმალური გზით შეძენილი სახელობო განათლების მქონე პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურება. Source: საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……