ბანკის დირექტორატის წევრობასთან შეუთავსებლობა
E. incompatibility formembership of bank’s board of directors
დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც: ა) ვერ აკმაყოფილებს ბანკის დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს; ბ) არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ანდა სხვა საწარმოს დირექტორატის წევრი; გ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დირექტორატში; დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად; ე) ნასამართლებია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა; ვ) არის ამ ბანკის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი (საქართველოს კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 15).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……