დეპარტამენტი
E. department
Fr. departement
1. სახელმწიფო დეპარტამენტი – კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას; ს.დ.-ს მეთაურობს თავმჯდომარე;
2. საფრანგეთსა და რიგ ქვეყნებში: ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული;
3. რიგ ქვეყნებში: უმაღლესი ადმინისტრაციული ან სასამართლო დაწესებულების (სამინისტროს, სენატის და სხვ.) სტრუქტურული ქვედანაყოფი; ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მაგ., გაეროს აპარატში: ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება;
4. ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგ., აშშ-ში, შვეიცარიაში: უწყების, სამინისტროს სახელწოდება; სახელმწიფო დ. – შიდაპოლიტიკური უწყება აშშ-ში.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……