ეთნოსი
ადამიანთა ისტორიულად აღმოცენებული და ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოდგენილი ტომის, ხალხის, ერის სახით. მისი გაჩენის აუცილებელი პირობებია: ტერიტორია, ენა და ფსიქიკური წყობის ერთიანობა, ხოლო დამახასიათებელი თვისებებად მიიჩნევა:
1. თვითდასახელება (ეთნონიმი), რომელიც ხშირად საცხოვრებელი ტერიტორიის სახელს (ტოპონიმს) უკავშირდება;
2. ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ე–ის ფორმირებისა და არსებობის პირობა;
3. ანთროპოლოგიური (რასობრივი) ნიშნების არსებობა;
4. კულტურის თავისებურებების (მატერიალურის – შრომის იარაღები, საცხოვრისი, ტანსაცმელი და ა.შ. სულიერის – რელიგია, განათლების სისტემა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ.) გამოვლინებები. ყოველი ე. კულტურული მთლიანობაა, რომლის თვითცნობიერება და თვითშემეცნება მოიცავს წარმოდგენებს ინდივიდებისა თუ სოციალური ჯგუფების საერთო წარმომავლობის შესახებ წინაპართა ერთობლივი ისტორიული პრაქტიკის საფუძველზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
Gk. ethnos ხალხი, ტომი
იგივეა, რაც ეთნიკური ერთობა.
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……