ვიზა
E. visa
G. visa
L. visa – visum გადათვალიერებული
1. დოკუმენტზე თანამდებობის პირის მინაწერი;
2. დოკუმენტის პროექტზე უფლებამოსილი პირის მინაწერი (როგორც წესი, ხელმოწერის დართვით), რომელიც მოწმობს, რომ ტექსტი შეთანხმებულია მასთან;
3. ქვეყანაში შესვლის, ქვეყნიდან გამოსვლის ან ქვეყნის გადაკვეთის ნებართვა, ან ასეთი ნებართვის აღმნიშვნელი ჩანაწერი პასპორტში.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია. Source: საქართველოს კანონი „სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……