კორეპერი

კორეპერი

E. Coreper

კორეპერი ფრანგული აკრონიმია (COmmitee des REpresentants PERmanents) და მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს ნიშნავს. კორეპერი შედგება ევროკავშირთან წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლებისაგან (ელჩებისაგან) და მისი ფუნქციაა, დაეხმაროს მინისტრების საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების (კომისიის წინადადებების) განხილვის მომზადებაში. კორეპერი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გაერთიანების გადაწყვეტილებათა მიღების სისტემაში, რომელშიც იგი, ერთი მხრივ, დიალოგის ფორუმს (მუდმივ წარმომადგენლებს შორის, ან მათსა და წევრ სახელმწიფოთა დედაქალაქებს შორის) წარმოადგენს და, მეორე მხრივ, პოლიტიკური კონტროლის ორგანოს (ექპსერტთა ჯგუფებისათვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისა და მათი ზედამხედველობის გამო). ფაქტობრივად კორეპერი ორი ნაწილისაგან შედგება \n�� კორეპერ 1 – მუდმივ წარმომადგენელთა მოადგილეები \n�� კორეპერ 2 – მუდმივი წარმომადგენლებ�� \nმინისტრების საბჭოს ეფექტური მოღვაწეობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კორეპერში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……