პალატა კონტროლის
E. control chamber
ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას. იგი უფლებამოსილია, აგრეთვე, შეამოწმოს საფინანსო- სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები. კონტროლის პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 97).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……