საქმიანობა ეკონომიკური
E. economic activity
ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წარიმართება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა; ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება იყოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევასა და სხვა სამეწარმეო საქმიანობას;
ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;
გ) რელიგიური საქმიანობა (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 7.1.).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……